სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი შესრულდა

  • სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა. დევნილებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *