- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
სოფელ ლესიჭინეში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გადახდილია სახურავი.
უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული მერიის შესაბამისი სამსახურები. ასევე, “ენერგო-პრო ჯორჯიას“, სამაშველო სამსახურის, ჩხოროწყუს საგზაო სამმართველოს , ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.
სტიქიის ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი და სოფლის ხელმძღვანელებთან და მერიის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს მონიტორინგს.
ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება.
მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში,გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 599 85 65 77; 595 51 70 85;