ჩხოროწყუში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

  • ჩხოროწყუში, შუახნის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც დენმა დაარტყა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

წყარო