- დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა, კულტურის ცენტრთან არსებულმა ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და სხვადასხვა წრის მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს და ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ეროვნული სამოსით მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. იმართება მასშტაბური ღონისძიებები და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმები.