ჩხოროწყუში “საპილოტე პროგრამა ქალებისთვის” პრეზენტაცია გაიმართება

  • 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “საპილოტე პროგრამა ქალებისთვის” პრეზენტაცია ჩხოროწყუში ჩატარდება.

“თუ გაინტერესებთ პროგრამის პირობები და მონაწილეობის ეტაპები, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ.”-აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.

შეხვედრა გაიმართება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში