ხაბუმეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 70-მდე ოჯახს, უკვე მეორე ზამთარი დგება, რაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, კომპანიამ, რომელიც სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ახორციელებდა გაზის მილები დააზიანა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაახლოებით, ერთი წელია დახმარებას ითხოვენ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არავის მოუხდენია.