აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის – კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.

კობა წურწუმიას ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ “ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების პროგრამის” ფარგლებში ფულადი დახმარება – 1500 ლარი გამოუყო.