“განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია.

სამუშაოები მოიცავს: მუზეუმისა და სახელოვნებო სკოლის ფასადების შეკეთებას. ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და სპორტული მოედნების მოწყობას, წმინდა გიორგის მონუმენტის რესტავრაციას, მერიის შენობის ფასადის, ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაციას, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას, აღმაშენებლის ქუჩაზე სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის რესტავრაციას და პოლიციის შენობის ფასადისა და ტროტუარის რეაბილიტაციას.

პროგრამა „განახლებული რეგიონები” 4-წლიანია. ის საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის შედეგად, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *