“დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი შეუერთდა

  • დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას “დავასუფთაოთ საქართველო“ დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ მიიღეს მონაწილეობა.

კამპანიის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქუჩები და მდინარის სანაპიროები.

დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორ თამთა ჭითანავასა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ორგანიზებით გაიმართა.

აქცია ქალაქსა და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი აავრცელებს.