კორონავირუსით ჩხოროწყუს მკვიდრი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება 174 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34.

ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 39 პაციენტი.

სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი.

ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.

აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა 27 პაციენტი.

სენაკი “ლაზიკა მედი” 98 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85.

მარტვილის “ევექსის” კლინიკა 20 პაციენტი.

წალენჯიხის “ევექსის” კლინიკა 23 პაციენტი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 263.

ამავე ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 80 წლის ქალი ჩხოროწყუს მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *