კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 898 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 214, „პისიარ“-ტესტით – 17 684.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,34%, ბოლო 14 დღის – 7,39%, ბოლო შვიდი დღის – 6,86%.

სულ ჩატარდა 2 349 643 აცრა, დღიურად აცრილია 11 161.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 882 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 137 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *