“ლელოს” წევრები ჩხოროწყუში იმყოფებოდნენ

  • ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და საორგანიზაციო მდივანი ირაკლი კუპრაძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში და მუხურში იმყოფებოდნენ.

“ლელოს” ინფორმაციით, ისინი მოსახლეობას შეხვდნენ.

“სოციალური პრობლემები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გაჩერებული სოფლის მეურნეობა ის მთავარი საკითხებია, რაც ადგილობრივებს აწუხებთ. “ლელოს”ლიდერებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე და გამოსავალზე ისაუბრეს”.-აღნიშნულია “ლელოს” ინფორმაციაში.