ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

  • სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 380 380 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში ეწყობა ჭაბურღილი და ტარდება დაქსელვითი სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგებით ეგიარზენის უბანში მცხოვრები 112 ოჯახი ისარგებლებს.

ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო ასევე სოფლის ცენტრსა და საპერტაიოს უბანში. წყალმომარაგების პრობლემა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც დგას, რაც ეტაპობრივად ყველა სოფელში მოგვარდება.