სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები.

“გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება. მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების შესაძენად. აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს, შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფთ”. -ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ:

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – 599 62 65 61.

ზუგდიდის მერია – 591 445 418.

ფოთის მერია – 577 927 878.

მესტიის მერია – 595 098 530.

ხობის მერია – 599856099.

სენაკის მერია – 599287240.

აბაშის მერია – 599 44 88 58, 599 85 47 12.

მარტვილის მერია – 591007870.

ჩხოროწყუს მერია -599 856 577.

პუნქტები გახსნილი იქნება შემდეგ მისამართებზე: ზუგდიდი – სპორტის სასახლე, მის: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. 222

ფოთი – ნინო ჟვანიას ქ. N 7 მეორე საშუალო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი

ხობი – ცოტნე დადიანის ქ. N189 (კულტურის სახლი)

სენაკი – გოგოლაძის მოედანი #1 (თეატრალური მოედანთან)

აბაშა – მუნიციპალიტეტის მერია – მის: ქ. აბაშა ტროფი დარასელიას ქ. N1

მარტვილი – კულტურის სახლი – მის: თავისუფლების ქ.N7

ჩხოროწყუ – დავით აღმაშენებლის #1, მერიის შენობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *