საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 413, „პისიარ“ ტესტით –7 619.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 6,27%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,77%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 938 583 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 902 948 გამოჯანმრთელდა, 13 942 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 446 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 833 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *