საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის – 28,31%, ბოლო 7 დღის – 31,86%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 350 454 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 124 442 გამოჯანმრთელდა, 15 300 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 755 879 აცრა, დღიურად აცრილია 4 023.

კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 897 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *