სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო

  • სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი და ჩატარდა დაქსელვითი სამუშაოები.

პროექტის განხორციელებით ეგიარზენის უბანში მცხოვრებ 112 ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა.

ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო ასევე სოფლის ცენტრსა და საპერტაიოს უბანში.

წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც ეტაპობრივად იგეგმება.