სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა

  • 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიცუპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ქალაქ ჩხოროწყუში, სქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

მემორიათან სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მემორიალთან გამართულ სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღიდან 30 წელი გავიდა.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.