ჩხოროწყუში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

  • დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღს ეწვია და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მერმა პირველკლასელებს საჩუქრად გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი საშინაო მეცადინეობებისათვის საჭირო წიგნ-რვეული ,,პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის“ (Helping Hand) მოხალისეთა ორგანიზებით გაიმართა შეჯიბრება მხიარულ სტარტებსა და ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?“ ასევე, ჩატარდა ველოგარბენი და ასფალტზე ხატვა. გამარჯვებულები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

+19

6 კომენტარი

9 გაზიარება

მომწონს

კომენტარის დატოვება

გაზიარება