ჩხოროწყუში “განახლებული რეგიონის” ფარგლებში, დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარეობს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუში აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტი “განახლებული რეგიონები”, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია.

უწყების ცნობით, სამუშაოები მოიცავს:

სახელოვნებო სკოლისა და მუზეუმის ფასადის შეკეთებას,

წმინდა გიორგის მონუმენტის რესტავრაციას.

მერიის შენობის ფასადის რეაბილიტაციას.

ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაციას.

ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას.

აღმაშენებლის ქუჩაზე სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის რესტავრაციას.

პოლიციის შენობის ფასადის რეაბილიტაციას.

ინფორმაციისთვის: “განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და აფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.