ჩხოროწყუში მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით თვალის ოპერაციები ჩაუტარდათ

  • დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯმა, მოძრავ საოპერაციო ბლოკში თვალის ოპერაცია ჩაატარა.

პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდნენ. თვალის ოპერაცა დღეს 26 მოქალაქეს ჩაუტარდა.

ოპერაციამდე „ოფთალმიჯმა “ პაციენტებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარა, სადაც ქირურგიული ჩარევის საჭიროების მქონე პაციენტები გამოვლინდნენ.

აქციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ

ინფორმაციისთვის: სამედიცინო აქცია რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტბშიც პერიოდულად ჩატარდება.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს