26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ჩხოროწყუში

  • 26 მაისს, ქალაქ ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:

09:00 -18:00 საათი – ქალაქ ჩხოროწყუში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სამხედრო ტექნიკის გამოფენა.

11:30 საათი – სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მის მემორიალს ყვავილებით შეამკობენ. ჩატარდება ღონისძიება ჩოხოსნების მონაწილეობით

11:00 -15:00 საათი – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ბლიც ტურნირი ჭადრაკში, გარბენი და ტურნირი კარატეში. სპორტულ პირველობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

11:30 საათი – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ისტორიულ მუზეუმში. მერიის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით;

ქალაქის ცენტრალურ პარკში მთელი დღის მანძილზე მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები. ბავშვების ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა. სპორტული თამაშები: მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და მკლავჭიდში;

14:00 საათი – ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარედ, კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების მონაწილეობით.