წყალმომარაგების კომპანია: ქალაქ ჩხოროწყუს 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა შენდება

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ჩხოროწყუში წყალმომარაგების ახალ სისტემებს აშენებს, რომლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, დავით კვინიკაძე შესრულებულ სამუშაოებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კმ წყალმომარაგების ქსელი, სათავე ნაგებობაზე წყლის შემაკავებელი გაბიონი, წყალმიმღები სატუმბი, საქლორატორო და 700 მ3 რეზერვუარი. ასევე, გარახის უბანში ორი რეზერვუარი. ამ ეტაპზე სამუშაოების 50 % უკვე დასრულებულია.

ჩხოროწყუს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობას 14 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის 2800-მდე მაცხოვრებელი 24 საათიანი, წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.