“ჩხოროწყუობა 2025” გაიმართება

  • 28 სექტემბერს, ჩხოროწყუში, გაიმართება “ჩხოროწყუობა 2025“.

იხილეთ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა:

11:30 “ჩხოროწყუობა 2025-ის” გახსნა.

12:00 საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება.

12:30 დღის კონცერტი – ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

13:30 აკაკი ხორავას სახლ-მუზეუმის გახსნა.

17:00 გალაკონცერტი (ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია).

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყობა ეთნოკუთხეები, გაიმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი.

ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.