ჩხოროწყუელი სპორტსმენების წარმატება

  • კარატეში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩხოროწყუელმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი8ს მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათგან ოთხმა პირველი ადგილი, ხუთმა მეორე ადგილი და დანარჩენმა კი მესამე ადგილი მოიპოვა.

შეჯიბრში, რომელიც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

კარატეში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატება სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ მიულოცეს.