- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის ადმნისტრაციულ ერთეულში ელგუჯა ჯალაღონიას სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის მერია, მერიაში მოქმედი პროგრამის ფარგლებში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევს.

