- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთელებში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე 29 დეკემბერს მოსული თოვლის გამო მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები და წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის გზები განიხილეს.
მერმა შესაბამის უწყებებს სოფლებში არსებულ საჭიროებებზე დროული რეაგირება დაავალა და აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონისთვის ინფრასტრუქტურა ისე უნდა იყოს გამართული, რომ უამინდობის პერიოდში მოსახლეობას პრობლემები არ ექმნებოდეს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს.

