ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას მემორიალი ყვავილებით შეამკეს

  • 31 მარტი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულო გმირის, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მეცნიერის, ფილოლოგის, მწერალის, მთარგმნელის, პოლიტიკოსის, დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

ზვიად გამსახურდიას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით , მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, პირველმა მოადგილემ კობა ჯიქიამ, მოადგილე თემო სახურიამ, მოადგილე გოგა თოლორდავამ, მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებებთან, საჯარო მოხელეებთან, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ინტელიგენციისა და საზოგადოების სხვა წარმომადგელებთან ერთად ყვავილებით შეამკეს ქალაქში, ზვიად გამსახურდიას სახელობის პარკში განთავსებული საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას მემორიალი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეფერენდუმის მნიშვნებლობაზე საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ზვიად გამსახურდიას პიროვნებასა და ღვაწლზე. შემდეგ კულტურის ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა ღირსსახსოვარი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.