- 29 აპრილს, სოფელ ლესიჭინეში, (ოჩხომურის უბანი) გაიმართება ქართველი მსახიობისა და პედაგოგის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკაკი ხორავას საიუბილეო საღამო.
იხილეთ პროგრამა:
17:30 მუზეუმის დათვალიერება და აკაკი ხორავას ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.
17:50 ღონისძიების გახსნა — ანსამბლი „ჩხოროწყუ“
18:00 მისალმება და ოფიციალური სიტყვით გამოსვლები
18:20 მერიის კულტურის სამსახურთან არსებული ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კომპოზიცია აკაკი ხორავას შემოქმედებიდან
18:30 აკაკი ხორავას შემოქმედების ამსახველი საინტერესო ფრაგმენტების ჩვენება
18:40 სასკოლო თეატრალურ ნომინაციებში გამარჯვებული სკოლებისა და მოსწავლეების დაჯილდოება.
დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ტარდება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმისა და აკაკი ხორავას სახელობის სახლ-მუზეუმის მხარდაჭერით.

