- ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში, ამაღლების სახელობის ეკლესიაში საზეიმო სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.
მსახურება მამა მიქაელმა (ლაგვილავა) აღავლინა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა.
საზეიმო ლიტურგიას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და მათი მოადგილეები დაესწრნენ.
ამაღლების დღესასწაული სოფელ ზუმში ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღინიშნება და მას ტრადიციულად მრავალი სხვადასხვა ტაძრებიდან სტუმრობს

