მომდევნო დღეებში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

  • გარემოს ეროვნული სააგენტო, 2-4 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი.

“:ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 ივნისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 ივნისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.