მერის ინიციატივითა და ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

  • ჩხოროწყუს მერის ჯუმბერ იზორიას ინიციატივითა და ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში მორიგი მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების სამუშაოები განხორციელდა სოფელ მუხურში, ხობისწყლის ხეობაში – შურუბუმუსა და ტობავარჩხილის მიმართულებით, ასევე სოფელ თაიაში, ოცინდალეს მიმდებარე ტერიტორიებზე.

აღნიშნულ ლოკაციებზე სრულად გაიწმინდა გარემო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ეკალ-ბარდებისგან.

აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, მერის პირველმა მოადგილე ლაშა ჟვანიამ , საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მიიღეს.