დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუში დასუფთავების აქცია გაიმართა

  • დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოც შეუერთდა. მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავდა სხვადასხვა ლოკაციებიც. აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურებისა და ა(ი)პ-ების თანამშრომლები, ასევე ახალგაზრდული სათათბიროს წევრები.