კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 054 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 443, „პისიარ“-ტესტით – 19 611.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5.45%, ბოლო 14 დღის – 7.11%, ბოლო შვიდი დღის – 6.67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 906 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 854 630 გამოჯანმრთელდა, 13 024 კი, გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *