ჩხოროწყუს საკრებულომ პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩია

  • ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე პირველი კენჭისყრით ისევ ვერ აირჩიეს. დეპუტატებმა კენჭი “ქართული ოცნების” წევრს ჯუმბერ იზორიას და პარტია “საქართველოსთვის” წევრს შოთა წურწუმიას უყარეს. ხმები ასე გადანაწილდა: 13 ხმა ჯუმბერ იზორიამ, 12 კი შოთა წურწუმიამ მიიღო, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატს მხარი ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც დაუჭირა, თუმცა კონკრეტულად რომელი პარტიის წარმომადგენელმა, უცნობია, რადგან კენჭისყრა ფარული პრინციპით ჩატარდა.

ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *