გახარია არის “მაზაკვალი” მოღალატე – ირაკლი ღარიბაშვილი

  • ჩემს თვალში გახარია არის მოღალატე, მეტსაც გეტყვით, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, „მაზაკვალი“ მოღალატე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მიზანმიმართულად ის და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი. რაც სრული სიცრუეა. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ, მეორე ვერსია გაავრცელა, რომ თითქოს, შესაძლო კოალიციაში, პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში ლახვარს ჩაარტყამს კრიზისულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით, თავად ანგრევს ნდობას. ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, უფრო მეტიც, გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე”. -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *