იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა

  • დღეიდან, იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად, წინასწარი ჯავშანი მოიხსნა. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ჯავშნის მოხსნა უკავშირდება იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას. ასევე, მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინაწარი დაჯავშის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1 კვირიანი მოლოდინი იყო საჭირო.

“რიგის მართვა ხორციელდება კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი. იუსტიციის სახლი მოქალქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს. ჯავშნის მოხსნის პირველივე დღეს, 12:30 საათისთვის, იუსტიციის სახლი უკვე მოემსახურა 2600 -ზე მეტ მომხმარებელს, რაც წინაწარი ჯავშნის პირობებში, მხოლოდ დღის 16:00 საათისთვის ხერხდებოდა. ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *