კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 64 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 978 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 558, „პისიარ“ ტესტით – 23 420.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,11%, ბოლო 14 დღის – 7,93%, ბოლო შვიდი დღის – 7,93%.

სულ ჩატარდა 2 300 323 აცრა, დღიურად აცრილია 11 184.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 164 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 174 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *