საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 374 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 385 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 522, „პისიარ“ ტესტით – 9 863.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,77%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო 7 დღის – 9,07%.

კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 562 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 970 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 474, ქვემო ქართლი – 128, შიდა ქართლი – 132, გურია – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 220, კახეთი – 396, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *