სახალხო ზეიმი “ჩხოროწყუობა 2022“ გაიმართა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ჩხოროწყუობა 2022“ გაიმართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, ღონისძიება მერიის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ათინა წურწუმიამ გახსნა. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და რვა „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვა.

“საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭათ:

ნანი ჯაიანს – ჩხოროწყუს სამუსიკო სკოლის ყოფილ დირექტორს, კულტურის დამსახურებულ მუშაკს, შრომის ვეტერანს.

ნელი პაპასკირს – ღვაწლმოსილ მუშაკს, დამსახურებულ ჟურნალისტს, შრომის ვეტერანს, პენსიონერს.

მედეა კვირტიას – ღვაწლმოსილ მუშაკს , შრომის ვეტერანს, პენსიონერს.

დიმონ არახამიას – კირცხის საჯარო სკოლის დირექტორს, დამსახურებულ პედაგოგს;

ომარ ახალაიას – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსს, დამსახურებულ მშენებელს;

დამირ გობეჩიას – სახელმწიფო და სამეურნეო სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკს, შრომის ვეტერანს, პენსიონერს;

მერი გულუას – განათლების სისტემის ღვაწლმოსილ მუშაკს, ხაბუმეს საჯარო სკოლის პედაგოგს, შრომის ვეტერანს;

დავით დიხამინჯიას – განათლების სისტემის ღვაწლმოსილ მუშაკს, მე-2 ჭოღას სკოლის ყოფილ დირექტორს, შრომის ვეტერანს, პენსიონერს;

გაიმართა ასევე კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

სახალხო დღესასწაული გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.