23 ოქტომბერს, “ჩხოროწყუობა 2022“ აღინიშნება

  • 23 ოქტომბერს, ჩხოროწყუში, “ჩხოროწყუობა 2022“ აღინიშნება. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში სხვადასხვა ღონისძებაა დაგეგმილი.

იხილეთ “ჩხოროწყუობა 2022“ პროგრამა:

11:00 ლაშა გახარიას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება (მუხური, პოეტის სახლ-მუზეუმი.)

• 12:30 ,,ჩხოროწყუობა 2022“ -ის გახსნა.

• 12:50 საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება.

• 13:20 დღის კონცერტი.

• 14:00 სახალხო სეირნობა.

• 15:00 პოეზიის საღამო -,,შვიდფერი მუზა“(საქალაქო ბიბლიოთეკა).

• 16:00 ელექტრონული მუსიკა.

• 18:00 გალა კონცერტი – ჯგუფი ,,ურსა“

მოეწყობა ეთნოკუთხეები, გაიმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, ჩატარდება სპორტული ღონისძიებები.

ჩატარდება ხელნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.