- დღეს, ქალაქ ჩხოროწყუში, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგს 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის.
ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს; 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის; პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის;
აქციის მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნენ.
ინფორმაციისთვის: უფასო სკრინინგ-აქცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

