- დაცული ტერიტორიების საააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა.
უწყების ცნობით, ეგრისის ეროვნული პარკი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს და მისი ფართობი 37 074 ჰექტარს შეადგენს.
“ეგრისის ეროვნული პარკი კოლხეთის ბიოგეოგრაფიულ არეს მიეკუთვნება და გამოირჩევა უნიკალური ფლორითა და ფაუნით. ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, ტერიტორიაზე შემორჩენილია უძველესი მცენარეული საფარი, რომელსაც „კოლხური ფლორა“ ეწოდება. აქ გვხვდება ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობებიც, რომლებიც მხოლოდ სამეგრელოშია გავრცელებული.
ეგრისის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ასევე რეგიონის პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებას.”-ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: კანონი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.

