AFAD წარმოგიდგენთ: აგრო კლუბს ქვემო ნაგვაზავოს სკოლიდან

  • ქვემო ნაგვაზაოში სკოლის ეზოში აგრო კლუბი ფუნქციონირებს. ქვემო ნაგვაზაოელმა მოსწავლეებმა, რომლებიც ახლადშექმნილი აგრო კლუბის წევრები არიან, უკვე დარგეს ხეები. ნერგები, რომელიც სკოლის ეზოში, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილზე, გამოცდილი ახალგაზრდა მეხილე ექსტენციონისტის, გიორგი კოკაიას კონსულტაციითა და ხელმძღვანელობით, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გააშენეს.

სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხეხილის თანამედროვე ჯიშებია გაშენებული. მოსწავლეები სპეციალისტების უშუალო კონსულტაციით ადევნებენ თვალყურს, მათი დარგული ნერგების ზრდა-განვითარებას სწავლობენ სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციფიკას, ინოვაციური მიდგომებით ხეხილის მოვლას, აგროტექნიკას, მოსავლის მიყვანიდან პროდუქციის რეალიზაციამდე ციკლს.

ახალგაზრდა აგრარიკოსების საქმიანობას მხარს სკოლის დირექტორი, კლუბის ხელმძღვანელი, მშობლები და სოფლის მცხოვრებლები უჭერენ მხარს და კლუბის არსებობას პოზიტიურ, სასარგებლო ინიციატივად აფასებენ. თვლიან, რომ AFAD-ი ( ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ხელმძღვანელი მაია მიქავა), ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდან აჩვევს აგრო გარემოზე ზრუნვას და უვითარებს შესაბამის უნარებს.

აგრო კლუბი შეიქმნა პროექტის – “სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერება სასიცოცხლო წყაროების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში” ფარგლებში.

პროექტის დონორები არიან – გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში – UNDP და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში- SDC.

თემის სპონსორი: AFAD Association For Agriculture Development

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *