კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 841 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 939, „პისიარ“ ტესტით – 15 902.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8.15%, ბოლო 14 დღის – 7.88%, ბოლო შვიდი დღის – 7.42%.

სულ ჩატარდა 2 308 497 აცრა, დღიურად აცრილია 6 817.

კარანტინის რეჟიმშია 37,  სტაციონარში მეთვალყურეობას 6 142 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 193 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *