საქართველოში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

  • აქართველოში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 274 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 840 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 119, „პისიარ“ ტესტით – 14 721.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო შვიდი დღის – 6,16%.

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 201 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 660 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 559, ქვემო ქართლი – 158, შიდა ქართლი – 116, გურია – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 293, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *