ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე წიწვოვანი სახეობის 12 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, ავტომანქანა დაილუქა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *