9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

  • დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა” და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი. კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *